აგუერომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გაავრცელა

13 ნოემბერი 2021, შაბათი


ბარსელონას 33 წლის არგენტინელმა ფორვარდმა სერხიო აგუერომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და კარიერის შესაძლო დასრულების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა.

თავდამსხმელს გულის არითმია 30 ოქტომბერს, ალავესთან გამართული მატჩის დროს ჰქონდა. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ 3 თვე ფეხბურთს ვერ ითამაშებდა.

“მსურს, პარასკევს გავრცელებული ჭორების საპასუხოდ გითხრათ, რომ კლუბის ექიმების ინსტრუქციებს მივყვები, ტესტებს ვიტარებ და მკურნალობის პროცესს გავდივარ. იმედი მაქვს, 90 დღეში მოედანზე დაბრუნებას შევძლებ. ყოველთვის პოზიტიურად უნდა იფიქრო,” - დაწერა არგენტინელმა. 

ჯერჯერობით, ბარსელონას კუნ აგუეროს მდგომარეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. 


კომენტარები: