„რეალის“ გადაწყვეტილება რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერზე ცნობილია!

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


ბრიტანული და ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და მანჩესტერ „სიტის“ შორის კომუნიკაცია შედგა. ფლორენტინო პერესმა ინგლისურ მხარეს საკუთარი წინადადება წარუდგინა...

მიუხედავად იმისა, რომ სტერლინგი 50 მილიონზე გაცილებით ძვირი ღირს, მადრიდის „რეალი“ ინგლისელის სანაცვლოდ მეტის გადახდას არ გეგმავს. „სიტის“ მოთხოვნა 75 მილიონია, მაგრამ ფლორენტინო პერესს სხვა გეგმები აქვს და ამ რესურსს მანჩესტერელის ტრანსფერს ვერ მოახმარს.

„ბლანკოსის“ პოზიცია ცალსახაა. თუ „ქალაქელები“ 50 მილიონს დათანხმდებიან, „რეალი“ სტელინგთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სხვა შემთხვევაში შეთანხმება არ შედგება.

რაც შეეხება ინგლისელის ასტრონომიულ ხელფასს. თუ რაჰიმი მადრიდელი გახდება, დაახლოებით 5.5 მილიონით მოუწევს შემოსავლის შემცირება.

კომენტარები: