"მანჩესტერი" პოგბას შემცვლელის ძიებაშია - ტრანსფერი ახლოვდება

20 ნოემბერი 2021, შაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის პოლ პოგბას მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ფეხბურთელს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

როგორც ESPN-ის ჟურნალისტი მარკ ოგდენი იუწყება, "მანჩესტერი" უკვე ემზადება პოგბას დასაკარგად და ნახევარდაცვის შემდგომი გაძლიერებისთვის გეგმებს აწყობს.

პოგბამ ერთხელ უკვე თქვა უარი "მანჩესტერის" შეთავაზებულ კონტრაქტზე, რომლის მიხედვითც ხელფასის სახით 400,000 უნდა მიეღო.
ფრანგი ფეხბურთელით რამდენიმე ტოპ კლუბი არის დაინტერესებული, მათ შორის "იუვენტუსი", "პსჟ" და "რეალ მადრიდი", პოგბას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება იანვრიდან ექნება.

თუმცა, ყველაზე აქტიურად ფრანგს "ბებერ ქალბატონს" უკავშირებენ, რადგან ეს თავად ფეხბურთელის სურვილიცაა.


კომენტარები: