რაიოლა: "მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა არ შეინიშნება"

28 ოქტომბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას დამატება "სამეფო კლუბს" სურს.

"წითელი ეშმაკების" მოთამაშის მომავალი ბუნდოვანი რჩება. ამაზე მეტყველებს ფრანგი ფლეიმეიქერის აგენტის, მინო რაიოლას კომენტარიც:

"პოგბას მომავალი? არ ვიცი, მანჩესტერს ჰკითხეთ. მოლაპარაკებების პროცესში არ შეინიშნება წინსვლა, არაფერი ახალი" - განაცხადა რაიოლამ.

შეგახსენებთ, რომ "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2022 წლის ზაფხულამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან მას სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების გამართვა შეეძლება.

"მანჩესტერის" ექვსიანის სახელს მადრიდის "რეალთან" ერთად უკავშირებენ, "ბარსელონას", ტურინის "იუვენტუსსა" და "პარი სენ-ჟერმენს". თავად 28-წლის შუახაზელს "იუნაიტედში" დარჩენის იდეა აღარ ხიბლავს.

კომენტარები: