რა ხდება პოგბას მომავალთან დაკავშირებით?! - უახლესი ინფორმაცია

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.

პოგბას მიმდინარე კონტრაქტში 12 თვეზე ნაკლები აქვს დარჩენილი და ბოლო პერიოდში ფეხბურთელსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები წინ არ წასულა.

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი და გუნდის უფრო გაძლიერება კი სიტუაციას ცვლის. გუნდის დონის მომატება დიდ გავლენას მოახდენს პოგბას სამომავლო გადაწყვეტილებაზე.

იანვრიდან პოგბა უკვე შეძლებს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას, ამ მომენტისთვის ფრანგი ფეხბურთელით "რეალ მადრიდი" და "პსჟ" არიან დაინტერესებულები.

რაც შეეხება "იუვენტუსს", ისინი ფრანგი შუახაზელის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან.


კომენტარები: