"დორტმუნდს" "მანჩესტერის" მეკარე სურს

25 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


როგორც The Times-ის ჟურნალისტი პოლ ჰირსტი იუწყება, "დორტმუნდი" ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარით, დინ ჰენდერსონით იყო დაინტერესებული.

იმის ფონზე, რომ დინ ჰენდერსონი ძალიან მცირე სათამაშო დროს იღებს და მისი გადაბირება რეალურია, "დორტმუნდმა" მის მიმართ ინტერესი კვლავ განაახლა.

"მანჩესტერში" ძირითადი მეკარის ადგილი დავიდ დე ხეამ დაიბრუნა და ჰენდერსონის სათამაშო დრომ საგრძნობლად იკლო, მან ამ სეზონში მხოლოდ კარაბაოს თასზე მიიღო მონაწილეობა.

თუ სიტუაცია არ შეიცვალა და ჰენდერსონმა სათამაშო დრო ვერ მიიღო, რეალურია, რომ მან ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერი" იჯარით დატოვოს.

კომენტარები: