"ამ დროისთვის, 4 ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება", - ვის შეიძენს ბარსა ესპანელი ჟურნალისტის აზრით?

20 ნოემბერი 2021, შაბათი


კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობას შემადგენლობის გაძლიერება უნდა და სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობს.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი, ხერარდ რომერო ავრცელებს.

ასე და ამგვარად, მიუხედავად საჭირო ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობაში ეჭვების არსებობისა, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 3-4 კარგი და ერთი ტოპ-ფეხბურთელის გადაბირება სურთ.

ამ დროისთვის, მთავარ ვარიანტებს შორის მცველები, სესარ ასპილიკუეტა ("ჩელსი") და ხოსე გაია ("ვალენსია"), აგრეთვე "ზალცბურგის" ფორვარდი, კარიმ ადეიემი გამოირჩევიან.

ასევე ხაზგასმულია - "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ცენტრალური მცველის უფასოდ დამატებას ცდილობს და იმედი აქვს, რომ ეს ანდრეას კრისტენსენი ("ჩელსი") იქნება.


კომენტარები: