პირლოს კლუბში ესპანელი მცველის მოყვანა სურს

15 აგვისტო 2020, შაბათი


ანდრეა პირლო კვლავ აგრძელებს მის გარშემო სასრუველი ფეხბურთელების შემოკრებვას და ხელმძრვანელობა ამ ფეხბურთელების დამატებას ცდილობს.

მორიგი სამიზნე "არსენალის" 25 წლის ესპანელი მარჯვენა მცველი ექტორ ბელერინია. ესპანელი "მეთოფეთა" რიგებში 2012 წლიდან ასპარეზობს და მას შემდეგ 204 მატჩში აქს მონაწილეობა მიღებული.

 განვლილი სეზონების განმავლობაში ბელერინს არაერთხელ უკავშირებდნენ ევროპულ გრანდებს, თუმცა საბოლოოდ ტრანსფერები მისი ჯანმრთელობის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობის გამო იშლებოდა.

მიმდინარე სეზონში ბელერინმა 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. 

ესპანეთის ნაკრების მაისურით კი მის ანგარიშზე მხოლოდ 3 მატჩია, რაც დიდ კონკურენციასთან ერთად ტრავმიანობის ბრალიცაა, თუმცა ამის მიუხედავად პირლოს და "იუვენტუსის" ხელმძღვანელობას მისი გადმობირება სურთ.


კომენტარები: