"ბარსელონას" გეგმა B - ვისთვის იბრძოლებს კლუბი, თუ ჰოლანდის ტრანსფერი არ შედგა

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


ბარსელონას" ნომერ პირველ სამიზნედ კვლავ ერლინგ ჰოლანდი რჩება, - იტყობინება ხერარდ რომერო.

RAC1-ის ჟურნალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ "ბლაუგრანა" ნორვეგიელის შეძენას ვერ მოახერხებს, კლუბი "ფიორენტინას" დუშან ვლაჰოვიჩზე გადაერთვება.

დუშანს "იებთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომ მისი მომავალ ზაფხულს ყიდვა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

სერბ ცხრიანს აქტიურად უკავშირებენ "მანჩესტერ სიტისა" და მადრიდის "ატლეტიკოს".

ვლაჰოვიჩმა გასულ სეზონში ჩატარებულ 40 მატჩში თავი 21 გოლით გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 6 გოლსა და 1 ასისტს შეადგენს.

კომენტარები: