ბარსელონა მზადაა ავსტრიული ზალცბურგის ფორვარდში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ესპანური ბარსელონა მზადაა ზალცბურგის ახალგაზრდა ფორვარდის კარიმ ადეიემის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს და ამ წინადადებით ავსტრიულ კლუბს მიმდინარე კვირას მიმართავს.

გერმანული Sport1-ის ცნობით, კატალონიელების უმთავრესი სატრანსფერო სამიზნე სწორედ 19 წლის გერმანელი თავდამსხმელია, თუმცა, კონკურენტიც სერიოზული ჰყავს.


როგორც ირკვევა, ადეიემის თავის რიგებში ხილვა დორტმუნდის ბორუსიასაც სურს, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონის გაღებას აპირებს და ამასთან კარიმს 5-წლიან კონტრაქტსა და წლიურ 5 მილიონ ევროს სთავაზობს.
მიმდინარე სეზონის 22 მატჩში ადეიემის 15 გოლი აქვს გატანილი და მის აქტივში 2 საგოლე პასიცაა. მისი გერმანიის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი წლეულს 5 სექტემბერს შედგა და მან სომხეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩში გოლის გატანაც შესძლო. ცნობილი პორტალი Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა ფორვარდის ფასი 20 მილიონი ევროა.


კომენტარები: