კატასტროფის ზღვარზე - მუნდიალი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გარეშე გაიმართება?!

17 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


დიდი შანსია, 2022 წლის მუნდიალმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გარეშე ჩაიაროს.

გუშინ, 16 ნოემბერს, ურუგვაის ნაკრები სტუმრად მე-8 ადგილოსან ბოლივიას დაუპირისპირდა და სტუმრად 0:3 განადგურდა. ოსკარ ტაბარესის გუნდისთვის ეს ზედიზედ მე-4 მარცხია მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში.

ამგვარად, ურუგვაი საშინელ ფორმაში იმყოფება და ასე თუ გაგრძელდა, მუნდიალზე გასვლასაც ვერ მოახერხებს.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 4 ტურით ადრე, ურუგვაი მე-7 ადგილს იკავებს, თუმცა პლეი-ოფში გამყვან მეხუთე და პირდაპირ მუნდიალზე გამყვან მეოთხე ადგილს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება, ამიტომ შანსები ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია, თუმცა ურუგვაის აშკარად მოსამატებელი აქვს.




კომენტარები: