სანტუში ყატარის მუნდიალზე: "ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით"

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა სერბეთს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დამარცხდა.

პირინეელთა კარი 90-ე წუთზე ალექსანდრ მიტროვიჩმა აიღო, რითაც სერბეთის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოუპოვა, პორტუგალია კი პლეი-ოფში გადაერთვება.

2016 წლის ევროპის პირველობის ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდო სანტუშმა მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი ყატარის მუნდიალზე აუცილებლად იასპარეზებს.

"ჩანდა, თითქოს, ყველაფერი ჩვენთვის კარგად მიდოდა. ჩვენ გავიტანეთ და მომენტებიც შევქმენით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დასკვნით მომენტში ფეხბურთელები შიშით თამაშობდნენ, რამაც შესაბამისი შედეგი მოიტანა. სერბეთი უკეთესი იყო და მათ ეს გამარჯვებაც დაიმსახურეს. წაგებაზე პასუხსიმგებლობას მე ვიღებ.

ჩვენ ვიქნებით ყატარში. ვიცით, რომ ვერ შევძელით იმის გაკეთება, რაც საჭირო იყო, თუმცა ჩვენ იქ აუცილებლად ვიქნებით", - განაცხადა სანუტშმა.

კომენტარები: