პოტენციური მეტოქეები - ვის შეიძლება შეხვდეს პორტუგალია პლეიოფში

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში, პორტუგალია საშინაო არენაზე სერბეთთან დამარცხდა და ჯგუფში მეორე პოზიცია დაიკავა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პორტუგალიელებს პლეიოფში მოუწევთ ასპარეზობა და ისინი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირდაპირ ვერ მოიპოვებენ.

უკვე გარკვეულია რამდენიმე ნაკრების ვინაობა, რომლებიც პლეიოფში გავიდნენ, ზოგის ბედი კი ჯერაც უცნობია.

პლეიოფში 12 ნაკრები იასპარეზებს, მათგან 6 განთესილი იქნება, 6 კი განუთესავი. ნახევარფინალში ერთმანეთს ერთი განთესილი და ერთი განუთესავი ნაკრები შეხვდება.

12 ქვეყანა 3 ქვეჯგუფად გადანაწილდება, სადაც ჯერ ნახევარფინალები გაიმართება, შემდეგ კი ფინალი. ჯამში, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მხოლოდ 3 ნაკრები მოიპოვებს.

პლეიოფში იასპარეზებენ შემდეგი ქვეყნები:
  • პორტუგალია
  • შვედეთი
  • შოტლანდია
  • რუსეთი
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • პოლონეთი
  • ავსტრია
  • უელსი
  • ჩეხეთი
  • იტალია/შვეიცარია
  • ფინეთი/უკრაინა
  • ნიდერლანდები/თურქეთი/ნორვეგია
განთესილებში მოხვდებიან ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულის მფლობელი 6 ქვეყანა და ნახევარფინალებსაც სწორედ ისინი უმასპინძლებენ.
სავარაუდოა, რომ განთესილი ქვეყნები იქნებიან:
  • პორტუგალია
  • რუსეთი
  • შვეიცარია
  • შვედეთი
  • პოლონეთი
  • უელსი
შესაბამისად, პორტუგალიას დანარჩენ 6 ქვეყნიდან ერთ-ერთ მათგანთან მოუწევს ბრძოლა, თუმცა ეს სია საბოლოო ჯერაც არ არის.

ნახევარფინალური მატჩები 2022 წლის 24-25 მარტს, ფინალები კი ამავე თვის 28-29 რიცხვებში გაიმართება.

ყველაფერს დაზუსტებით 26 ნოემბერს გავიგებთ, როცა წილისყრა გაიმართება.

კომენტარები: