რონალდუმ "მანჩესტერს" თავისი სასურველი მწვრთნელი დაუსახელა

16 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ოლე გუნარ სულშერს "მანჩესტერ იუნაიტედში" მყარი პოზიციები აღარ აქვს და მისი მომავლის გარშემო უამრავი კითხვა ტრიალებს.

როგორც Manchester Evening News იუწყება, კრიშტიანო რონალდუმ "მანჩესტერს" თავისი სასურველი მწვრთნელი დაუსახელა.

წყაროს ცნობით რონალდუს "იუნაიტედში" ფრანგი სპეციალისტის ზინედინ ზიდანის ხილვა სურს.

მაგრამ აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციების მიხედვით ამ ეტაპზე ზიდანს არ სურს არცერთი კლუბის ჩაბარება და მის მიზანს საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა წარმოადგენს.

კომენტარები: