ზიდანს ოფიციალური წინადადებით მიმართეს - ლეგენდა პრემიერლიგაში?

14 ნოემბერი 2021, კვირა


ესპანური და ბრიტანული გამოცემების ცნობით, მანჩესტერ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ზინედინ ზიდანის დაყოლიება შეძლოს და ფრანგმა ლეგენდამ კლუბი ოლე გუნარ სულშერი შეცვალოს...

ერთ-ერთ ვარიანტად ბრენდან როჯერსიც განიხილება, მაგრამ „წითლების“ ფავორიტი ზიზუა. მანჩესტერში თვლიან, რომ ზინედინის დანიშვნით გუნდის თამაშის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ის გუნდს საჩემპიონო სულს შთაბერავს.

ამასთანავე აღსანიშნავია კრიშტიანო რონალდუს ფაქტორიც, რომელიც ყოფილ მწვრთნელთან დღემდე შესანიშნავად ურთიერთობაშია.

„ოლდ ტრაფორდზე“ სულშერის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და თვლიან, რომ მანჩესტერული გრანდის წარუმატებელი გამოსვლა ახლა უკვე ნამდვილად სამწვრთნელო შტაბის ბრალია და არა ფეხბურთელების.

კომენტარები: