კონტე სოლსკიაერის ნაცვლად, თუმცა ჯერ არა - რაზეა დამოკიდებული ნორვეგიელის მომავალი?

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


მანჩესტერ იუნაიტედის" "ლივერპულთან" განადგურებით (0:5), ოლე-გუნარ სოლსკიაერის პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა.

არსებობდა მოსაზრება, რომ ნორვეგიელს მეორე დღესვე გაუშვებდნენ.

"წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი თავკაცის შემცვლელებად განიხილებოდნენ ზინედინ ზიდანი და ანტონიო კონტე, თუმცა პირველმა მუშაობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

დარჩა მხოლოდ იტალიელი სპეციალისტი და უნდა ითქვას, რომ ის "მანკუნიანელებში" მოსვლის წინააღმდეგი არ არის. ისმის კითხვა - რას ელოდებიან "ოლდ ტრაფორდზე"?

Manchester Evening News-ის ცნობით, "მანჩესტერი" არ ჩქარობს 48-წლის დამრიგებლის გათავისუფლებას და მას აძლევს კიდევ ერთ, ამჯერად უკვე უკანასკნელ შანსს.

"იუნაიტედის" შემდეგი მოწინააღმდეგე არის "ტოტენჰემი" და იმ შემთხვევაში, თუ იქნება კიდევ ერთი იმედგაცრუება, სოლსკიაერს კლუბის ხელმძღვანელობა აღარ დაინდობს.


კომენტარები: