მიესალმება თუ არა რონალდუ ზიდანის მანჩესტერში შესაძლო დანიშნვას?

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


El Chiringuito de Jugones-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ თავის გუნდს ამჟამინდელი მწვრთნელის, ოლე-გუნარ სოლსკიაერის სხვა ტაქტიკოსით ჩანაცვლება ურჩია.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა "წითელ ეშმაკებს" ურჩია ზინედინ ზიდანის მოყვანა, რომელთანაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში მადრიდის "რეალში" მუშაობდა.
ფაბრიციო რომანომ კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ ფრანგი სპეციალისტი "მანკუნიანელების" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნვის წინააღმდეგი არ არის.
საბოლოო სიტყვა არის "მანჩესტერის" ხელმძღვანელობაზე, რომელიც თავის ნორვეგიელ თავკაცს ჯერჯერობით ენდობა. შეგახსენებთ, "იუნაიტედის" დამრიგებელი ამ პოსტზე მუშაობს 2018 წლიდან და ამ დროის მანძილზე მან ერთი ტიტულიც ვერ მოიგო.


კომენტარები: