მესი ბრაზილიასთან ვერ ითამაშებს? არგენტინისა და პსჟ-ს საინტერესო შეთანხმება

15 ნოემბერი 2021, ორშაბათი


Marca-ს მტკიცებით, არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა და "პარი სენ-ჟერმენმა" ლიონელ მესის თაობაზე საკმაოდ საინტერესო შეთანხმებას მიაღწიეს. საუბარია არგენტინელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

"პსჟ"-ს თავდამსხმელი მოედანზე არ გაატარებს 20 წუთზე მეტს, ასე იყო ურუგვაისთან და ასე იქნება ბრაზილიასთანაც, ოთხშაბათს, 17 ნოემბერს, ჩვენი დროით 03:30 საათზე.

პარიზულ კლუბს სურს იხილოს თავისი 34-წლის ფორვარდი ოპტიმალურ ფორმაში, "ალბისელესტეს" მიმართ თხოვნა კი სწორედ ამ მოტივით არის განპირობებული.

"ლურჯ-წითლების" მოთხოვნა უცნაურია, რადგან ლიონელ სკანოლის გუნდს მოწინააღმდეგედ ჰყავს თავისი ორი უპრინციპულესი მეტოქე, ურუგვაი და ბრაზილია, მაგრამ პირველ შემთხვევაში "უცხოპლანეტელმა" მოედანზე მართლაც 15 წუთი გაატარა. 


კომენტარები: