მიულერი: "მნიშვნელობა არ აქვს, "ბარსას" ვხვდებით თუ სხვას, წარმოუდგენელ ფორმაში ვართ"

15 აგვისტო 2020, შაბათი


მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა ტომას მიულერმა „ბარსელონასთან“ (8:2) თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ წარმოუდგენელ ფორმაში არიან. ამიტომაც, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მათი მეტოქე.


„რთულია ამ მატჩის ახსნა, ამ მომენტში ჩვენ წარმოუდგენელ ფორმაში ვართ. მადლობა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმომეცით, მაგრამ ამას ჩემი 12-15 თანაგუნდელი იმსახურებდა. ახლა ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა „ბარსას“ ვეთამაშებით თუ სხვა გუნდს, მთავარი მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულებაა. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ნახევარფინალისთვის ენერგია აღვიდგინოთ“, - თქვა მიულერმა.

შეგახსენებთ, ტომას მიულერმა „ბარსელონასთან“ დუბლი შეასრულა და კატალონური გრანდის კარში კარიერაში 6 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები: