"ეს ყოველგვარ აზრს მოკლებულია", - პსჟ-ში მესის არგენტინის ნაკრებში გამოძახების წინააღმდეგნი არიან

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


პსჟ"-ს სპორტული დირექტორი, ლეონარდო არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, "ალბისელესტემ" პარიზელთა თავდამსხმელი, ლიონელ მესი ნოემბრის მატჩებისთვის გამოიძახა.

"წინააღმდეგნი ვართ ნაკრებში იმ ფეხბურთელის გამოძახების, რომელიც, ჩვენი აზრით, მზად არ არის და მკურნალობს".

"მსგავსი რამ ყოველგვარ აზრს მოკლებულია და ფიფამ უკვე უნდა მოაგვაროს მსგავსი შემთხვევები", - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს RMC Sport.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ტრავმის გამო "პსჟ"-ს ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, არგენტინის ნაკრები 13 ნოემბერს ურუგვაის ესტუმრება, 17 ნოემბერს კი ბრაზილიას უმასპინძლებს.


კომენტარები: