"ამ საქმეს 100%-ით უნდა მიუძღვნას თავი", - კაფუმ ნეიმარს რჩევა მისცა

14 ნოემბერი 2021, კვირა


მილანის“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველმა, კაფუმ, „პსჟ-ს“ შემტევზე, ნეიმარზე ისაუბრა.

„ნეიმარი მესიზე და რონალდუზე ტექნიკურია, მაგრამ მან ლიდერის პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. მან 100%-ით ფეხბურთს უნდა მიუძღვნა საკუთარი თავი.

მე არ ვარ ნეიმარზე უკეთესი, მაგრამ სხვა მარჯვენა მცველებს ვჯობივარ სწორედ იმის ხარჯზე, რომ ამ საქმეს 100%-ით მივუძღვენი თავი.
ნეიმარი კაპიტანი უნდა გახდეს.“ - აღნიშნა კაფუმ.


კომენტარები: