იბრაჰიმოვიჩი: "ჩემს გარეშე "პსჟ" არ გახდებოდა ის, რაც არის"

03 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


"მილანისა" და შვედეთის ნაკრების ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ფრანგულ "Telefoot"-სთან ინტერვიუში "პსჟ"-ის ახალგაზრდა ლიდერს კილიან მბაპეს რჩევა მისცა.

"ჩემთვის მბაპე მსოფლიოს საუკეთესო 10 ფეხბურთელს შორისაა, მაგრამ უნდა ითქვას, ფრანგი საკმარისად არ იხარჯება. ის გარშემორტყმული უნდა იყოს ისეთი ადამიანებით, რომლებიც ეტყვიან, რომ საკმარისად კარგი არ არის და ასე უფრო ძლიერი ფეხბურთელი იქნება".
შვედმა "პარი სენ-ჟერმენში" გატარებული პერიოდიც გაიხსენა:

"ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ახალი პროექტის ფარგლებში პარიზში ჩავედი. ცვლილებები მოკლე დროში დავინახე და თავიდანვე მისი ნაწილი გავხდი.

 ამით ძალიან ვამაყობ, რადგან ჩემს გარეშე "პსჟ" არ გახდებოდა ის, რაც არის. პარიზში ფულის ან ქალაქის გამო არ წავსულვარ, არამედ ყველაფრის შესაცვლელად", - აღნიშნავს ზლატანი.

კომენტარები: