ზიდანმა ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა - ვინ არის ფრანგის რჩეული

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ოქროს ბურთის დაჯილდოება ახლოვდება. მედიაში დიდი დავა მიდის, თუ ვინ უნდა აიღოს ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო.

მთავარ ფავორიტად ლეო მესი ითვლება, თუმცა მადრიდის "რეალის" ლიდერი კარიმ ბენზემა ბოლო პერიოდში ნაჩვენები თამაშის ხარჯზე არაერთი ტაბლოდის მტკიცებით შედარებით წინა პლანზე წამოიწია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი "სამეფო გუნდის" ყოფილმა თავკაცმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა.

"ბენზემა ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებს. ის გასაოცარი ფეხბურთელია. მქონდა პატივი მასთან ერთად მემუშავა. კარიმს მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. იმედი მაქვს, რომ ამ ჯილდოს სწორედ ის მოიგებს", - განაცხადა ფრანგმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ "L'Equipes"-ს სამეულში კარიმ ბენზემა, ლეო მესი და რობერტ ლევანდოვსკი არიან.

კომენტარები: