"დღეიდან სააკაშვილის სათქმელს მე ვიტყვიო! - პირდაპირ გეუბნებით, გვარამიამ სააკაშვილი დღეს გადააყენა პარტიის ლიდერის პოზიციიდან" - არჩილ თალაკვაძე

10 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


"დღეიდან სააკაშვილის სათქმელს მე ვიტყვიო! - პირდაპირ გეუბნებით, გვარამიამ სააკაშვილი დღეს გადააყენა პარტიის ლიდერის პოზიციიდან" - არჩილ თალაკვაძე


"პირდაპირ გეუბნებით, დღეს ნიკა გვარამიამ სააკაშვილი გადააყენა პარტიის ლიდერის პოზიციიდან," - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ "ჯორჯიან თაიმსის" ეთერში განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ გადაცემაში "დროული კითხვები" განმარტა, ნიკა გვარამიამ დღეს პირდაპირ პოლიტიკური განცხადება გააკეთა და მან ამით მიხეილ სააკაშვილს ცენზურა დაუწესა.

"მინდა გითხრათ ჩემი პოლიტიკური შეფასება ამასთან დაკავშირებით. დღეს ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილი პრაქტიკულად გადააყენა პარტიის ლიდერის პოზიციიდან, როდესაც გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი წერილები და განცხადებები დღეიდან სერიოზულად აღარ უნდა მივიღოთო. შეიძლებაო, მისი განცხადებები იყოს არაადეკვატური. მან ცენზურა დაუწესა სააკაშვილს. ნიკა გვარამია არ არის ექიმი და მას ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის ცნობიერებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. ეს იყო პირდაპირ პოლიტიკური განაცხადი, რომ დღეიდან მიხეილ სააკაშვილის სათქმელს მე ვიტყვიო და ის რასაც იტყვისო, ადეკვატური იქნება, თუ არა, მაგას მე შევაფასებო. აი, ეს იყო გვარამიას განცხადება. პირდაპირ გეუბნებით, დღეს ნიკა გვარამიამ სააკაშვილი გადააყენა პარტიის ლიდერის პოზიციიდან," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  



კომენტარები: