რონალდომ ოქროს ბურთზე ისაუბრა - ვინ არის ფენომენოს ფავორიტი

15 ოქტომბერი 2021, პარასკევი


საფეხბურთო სამყაროს ლეგენდამ, რონალდო ლუის ნაზარიომ მედიასთან ოქროს ბურთის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და საკუთარი ფავორიტი დაასახელა.

"ეჭვის გარეშე, ჩემთვის ოქროს ბურთის მოპოვების მთავარი კანდიდატი კარიმ ბენზემაა. ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია.

ის 10 წლის განმავლობაში იდეალური იყო და ყველაფრის ჩემპიონი გახდა", - ვკითხულობთ ბრაზილიელის პოსტში.

მიუხედავად რონალდოს განცხადებისა, საფეხბურთო სამყარო ოქროს ბურთის მოპოვების მთავარ კანდიდატად ლიონელ მესის თვლის.

ცნობისთვის, ბენზემამ მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც თავი 10 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 33 წლის ფორვარდმა რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად ერთის ჩემპიონობაც მოიპოვა.

კომენტარები: