"ქართველებს ძალიან გაუმართლათ, ახლა მათზე საერთოდ არ ვფიქრობ", - შვედების მწვრთნელი მარცხის შემდეგ

12 ნოემბერი 2021, პარასკევი


საქართველოს ნაკრებმა სენსაცია გამოაცხო და ფავორიტად დასახელებულ შვედეთის ნაკრებს, ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით, 2:0 სძლია.

"ლურჯ-ყვითლების" მწვრთნელმა, იანე ანდერსენმა მატჩის შემდეგ მედიის წარმოამდგენლებთან ისაუბრა.

"პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეტ, 2-3 ძალიან კარგი მომენტიც გვქონდა. ვერ გაიტან, გაგიტანენ, ფეხბურთში ასეთი წესია. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს გამარჯვებას.

ახლა ქართველ ფეხბურთელებზე ნამდვილად არ ვფიქრობ. თქვენი გუნდი კარგი, ტექნიკური ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ვფიქრობ, ქართველებს დღევანდელ შეხვედრაში გაუმართლათ", - განაცხადა ანდერსენმა.

კომენტარები: