საოცარი გამოხმაურება - რა დაწერა მადრიდულმა მედიამ კვარაზე

12 ნოემბერი 2021, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველომ შვედეთს უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით, 2:0 დაამარცხა.

ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ, Marca-მ ქართველ გარემარბს საინტერესო სტატია მიუძღვნა.

"ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ეროვნული ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა. შვედეთთან გატანილი ორი გოლით ის ესპანეთის ნაკრებს ჯგუფში პირველ ადგილს და,
შესაბამისად, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას. 

ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში რუსეთის ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსვკლავია.
"მჯერა, რომ ის მადრიდის რეალში ან ბაიერნში მოხვდება", - განაცხადა მისმა აგენტმა.

"მადრიდის რეალთან კავშირი შემთხვევითი არ არის. ხვიჩა მადრიდის რეალში მოხვედრაზე ოცნებობს", - ამბობს ბადრი, ხვიჩას მომა, რომელიც ასევე ფეხბურთელია.

Transfermarkt-ზე 18 მილიონი ევროს საბაზრო ღირებულებით, მისმა აფეთქებამ შეიძლება ეს თანხა გაზარდოს, რომელიც 20 წლის მოთამაშისთვის უკვე მაღალია.
რუსეთის ლიგაში უფრო მაღალი საბაზრო ღირებულება მხოლოდ ზენიტის მოთამაშეებს - აზმუნსა და მალკომს აქვთ.

მან უკვე გაიტანა ესპანეთთან ამ ჯგუფის მატჩში, რომელიც საბოლოოდ, ლუის ენრიკეს შეგირდებმა 92-ე წუთზე, დანი ოლმოს გოლით მოიგეს. 

მისი დუბლი შვედეთის წინააღმდეგ ესპანეთს აძლევს მარტივ გზას მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად და მის სახელს აჟღერებს, მთელი თავისი თანხმოვნებით,
ბაზარზე ყოველთვის ყურადღებიანი ახალგაზრდა დაპირებებისა და ახალი ბაზრების მიმართ", - ვკითხულობთ Marca-ს სტატიაში.

კომენტარები: