კვარაცხელია: "ეს კარიერის საუკეთესო მატჩი იყო"

12 ნოემბერი 2021, პარასკევი


საქართველო - შვედეთის მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ხვიჩა კვარაცხელიაც წარდგა.

20 წლის გარემარბმა მეტად საინტერესო განცხადებებიც გააკეთა, რომლებსაც აქვე გთავაზობთ:

"ვფიქრობ, ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მატჩი იყო, რადგან პირველად შევასრულე დუბლი როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო კარიერაში. ასეთი მეტოქის დამარცხება ადვილი არ არის და ამით უფრო მოხარული ვარ, ვიდრე ორი გოლით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო, რომ 90 წუთის განმავლობაში ასე მაგრად გვეხმარებოდნენ. ვფიქრობთ, "დინამო არენაზეც" და აქაც კარგია თამაში. თბილისში უფრო მეტი გულშემატკივარი ეტევა, მაგრამ ბათუმში უმაგრესი გულშემატკივრები არიან და ამის გამო პრაქტიკულად ვერ ვიგრძენით განსხვავება ტევადობის კუთხით," 
- თქვა კვარამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ დღეს შვედებს დუბლი შეუსრულა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი 4 გოლით დახურა.

კომენტარები: