რონალდუზე მეტს ითხოვს — პოგბა მზადაა მანჩესტერ იუნაიტედში მხოლოდ ერთი პირობით დარჩეს

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა მზად არის კლუბთან კონტრაქტი ერთი პირობით გაახანგრძლივოს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გამოცემა L'Equipe იტყობინება, 28 წლის ფრანგს სურს კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციონ.

პოგბას კვირაში 500 ათას ფუნტზე მეტის გამომუშავება უნდა - იმაზე მეტის, ვიდრე "ემიუსა" და პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ იღებს.

თავის მხრივ, "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს, რომ პოგბას კონტრაქტთან დაკავშირებული სიტუაცია, რომლის ვადაც ზაფხულში იწურება, უახლოეს კვირებში გადაწყდეს.

მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ნაკრების სუპერვარსკვლავმა საკლუბო დონეზე "ეშმაკუნების" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

კომენტარები: