პოგბა: "იმედი მაქვს, ტრავმა არც ისე სერიოზულია, უფრო ძლიერი დავბრუნდები"

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედისა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველს, პოლ პოგბას იმედი აქვს, რომ მოედანზე ძალიან მალე დაბრუნდება.

მოგეხსენებათ, 28 წლის სუპერვარსკვლავი ამ კვირაში ვარჯიშზე დაშავდა და ეროვნული გუნდის შეკრება დატოვა.

"როგორც შენიშნავდით, მცირე ტრავმა მაქვს, ვიმედოვნებ, არც ისე სერიოზული", - წერს პოგბა სოციალურ ქსელში.

"უახლოეს დღეებში კიდევ ერთ შემოწმებას გავივლი, რათა გავიგო, რამდენად სერიოზულადაა საქმე. იცით, კიდევ უფრო ძლიერი დავბრუნდები", - დასძინა პოლმა.

მიმდინარე სეზონში პოგბამ ყველა ტურნირზე ერთად 13 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.


კომენტარები: