ლეო მესის მამა ბარსელონაში ჩადის

31 აგვისტო 2020, ორშაბათი


ბარსელონას" თავდამსხმელის, ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებული სიტუაცია კვლავ გაურკვეველია.

არგენტინელს კატალონიური გრანდის დატოვება უნდა. მომავალ კვირაში ბარსელონაში როსარიოდან ხორხე მესი უნდა ჩავიდეს, ლიონელის მამა და აგენტი.

"ბარსელონა" მესის მამის ქალაქში ჩასვლის შესახებ იცის, რადგან ხორხე და კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ კონტაქტს ინარჩუნებენ.

ბართომეუ მზადაა ლეოს მამას შეხვდეს, მაგრამ მათი პოზიციები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ფეხბურთელის მხარეს სკანდალის გარეშე სურს წასვლა. კლუბს მესის შენარჩუნება უნდა.

როგორც Mundo Deportivo წერს, ხორხეს იმედი აქვს, ბართომეუ გაუგებს და აუხსნის, რომ მის შვილს წასვლა უნდა, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე რეგულარული წარუმატებლობა მობეზრდა და 33 წლის ასაკში სურს ახალი პროექტის ნაწილი გახდეს.

პრეზიდენტს ამ ყველაფრის ესმის, მაგრამ ფეხბურთელის წასვლაზე არაფრის გაგება არ უნდა. ბართომეუ იმედოვნებს, რომ არგენტინელი გადაიფიქრებს. უფრო მეტიც, ფუნქციონერს სურს დეტალურად განიხილოს მესისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესაძლებლობა.

კომენტარები: