ფერდინანდი: "პოგბამ მასზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა"

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა, რიო ფერდინანდმა გუნდის ნახევარმცველი, პოლ პოგბა გააკრიტიკა.

"თავად პოგბა დაეთანხმება მოსაზრებას, რომ ვერ მიაღწია იმ დონეს, რომელსაც "ემიუს" რიგებში საკუთარი თავისგან ელოდა", - ციტირებს ვეტერანი ინგლისელის სიტყვებს Daily Mail.

"ჩემპიონთა ლიგაზეც კი არ აქვს მოტივაცია, საფრანგეთის ნაკრებისგან განსხვავებით. შეიძლება, იმის შიშის გრძნობა სჭირდება, რომ ვერ ითამაშებს, თუ ამას კარგად არ გააკეთებს".

"ვერავინ წარმომიდგენია კრიშტიანუ რონალდუს გარდა, ვინც პოგბამდე მივა და რაღაც მსგავსს ეტყვის: "შესვენებაზე დაგელაპარაკები".

"შეიძლება, საქმე თაობას ეხებოდეს, შეიძლება, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ჩვენს გასახდელში ასეთი საუბრები მიდიოდა", - დასძინა ფერდინანდმა.

კომენტარები: