გაკრივებული ფეხბურთელები და ხელმძღვანელობა - რატომ გაფრინდა სოლსკიაერი ნორვეგიაში?

10 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა, ცუდი შედეგების მიუხედავად, ფეხბურთელებს ერთკვირიანი შვებულება მისცა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, გუშინ 8 ნოემბერს, სოლსკიაერი თავის ოჯახთან ერთად ნორვეგიაში გაემგზავრა. კლუბის ფეხბურთელები და თანამშრომლები ამ გადაწყვეტილებით გაკვირვებულნი დარჩნენ.

სოლსკიაერის ეს გადაწყვეტილება კი იმით აიხსნება, რომ მან ნაკრებში არწასულ ფეხბურთელებს ერთკვირიანი შვებულება მისცა და გუნდი მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ განაახლებს.

მიუხედავად გაუარესებული შედეგებისა, სოლსკიაერი გუნდის ხელმძღვანელობის ნდობით სარგებლობს და სავარაუდოდ, მინიმუმ სეზონის ბოლომდე „მანჩესტერ იუნაიტედის“ სათავეში ყოფნა გარანტირებული აქვს, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა.

დღეს დაიწერა, რომ თუ „მან.იუნაიტედი“ სეზონის შედეგად ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, გუნდიდან წასვლას მისი 36 წლის ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მოითხოვს.
 


კომენტარები: