ცნობილია: ვინ არის ფერგიუსონის ფავორიტი, ოლეს გაშვების შემთხვევაში

29 ოქტომბერი 2021, პარასკევი


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ოლე გუნარ სულშერისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა ურჩია.

შოტლანდიელის აზრი გაითვალისწინეს და გუნდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ოლეს 3 მატჩი ეძლევა.

მიუხედავად ამისა, ბრიტანული მედიის ცნობით, სერ ალექსს ჰყავს ფავორიტი, ვისი ხილვაც მას სურს ოლდ ტრაფორდზე.

Daily Mail-ის თქმით, ფერგიუსონის ფავორიტი "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელი დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინიოა.

თავის მხრივ, მაურისიოს აქამდეც სურდა "იუნაიტედში" მუშაობა, თუმცა ახლა ის პარიზშია და რამდენად შეიცვლის ნავსაყუდელს, რთული სათქმელია.

კომენტარები: