3 რამ, რაც რონალდუს "იუნაიტედში" ძალიან არ მოსწონს - DAILY MIRROR

09 ნოემბერი 2021, სამშაბათი


როგორც ჩანს, კრიშტიანუ რონალდუს მოთმინების ფიალა აევსო და გუნდში მიმდინარე სიტუაციის გამო ძალიან გაბრაზდა.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, რონალდუ უკმაყოფილოა თანაგუნდელების ხშირი დარტყმებით. ის საჯარიმოში სივრცეს იქმნის და მათ პასის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა გადაცემას ვერ იღებს.

ამასთან ერთად, ის ფიქრობს, რომ გუნდი არასაკმარის პასებს აკეთებს და "იუნაიტედი" მეტწილად ინდივიდუალურ თამაშზეა დამოკიდებულო.

დამატებით, რონალდუ თვლის, რომ სულშერს საკუთარი ფავორიტები ჰყავს, რომლებსაც ცუდი მატჩების შემდეგაც ათამაშებს.

კომენტარები: