"ბარსელონას დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ხავის წასვლას არ დავუშვებთ", - ალ სადის გენერალური დირექტორი

04 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


"ალ სადის" გენერალური დირექტორი, ტურკი ალ-ალი, ხავი ერნანდესის "ბარსელონაში" შესაძლო დანიშნვას გამოეხმაურა. როგორც ცნობილია, ყატარელთა გეგმებში კატალონიელის გაშვება სულაც არ შედის.

"ალ სადი მიესალმება ბარსელონას დელეგაციას, რომელსაც დიდ პატივს სცემს. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას ხავის მიმართებაში, ის უცვლელია - მწვრთნელის გაშვება ჩვენს გეგმებში არ შედის.

ჩვენი კლუბის მიზანი და გეგმა კატალონიელი დამრიგებლის შენარჩუნებაა. არ დავუშვებთ, რომ თავკაცმა გუნდი სეზონის ასეთ მნიშვნელოვან მონაკვეთში დატოვოს".

შეგახსენებთ, კატალონიელები დოჰაში მომუშავე მწვრთნელს განიხილავენ რონალდ კუმანის შემცვლელად, რომელიც თანამდებობიდან გასულ კვირას გაათავისუფლეს.

"ალ სადის" კატეგორიულობის მიუხედავად, ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ "ბლაუგრანა" 41-წლის დამრიგებლის შინ დაბრუნებას მაინც შეძლეს. ხავის კონტრაქტის გამოსყიდვა მილიონი ევრო ღირს.

კომენტარები: