ანჩელოტი:„„შახტარი“ ურთულესი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ“

19 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


„ზუსტად ვაფასებთ მეტოქის სიძლიერეს და ვიცით, რა დონის გამოწვევასთან გვაქვს საქმე. ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით და ყველაფერს გავიღებთ წარმატების მისაღწევად.“

„მადრიდის „რეალმა“ სანაკრებო პაუზა სათავისოდ გამოიყენა. კროოსმა და მარსელომ ოპტიმალურ კონდიციამდე მისვლა შეძლეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.“

„აზარი მალე დაგვიბრუნდება, იგივეს თქმა შემიძლია კარვახალსა და სხვა ფეხბურთელებზე. გუნდის რესურსი ყოველდღიურად იზრდება.“

„„შახტარის“ შემდეგ „ბარსელონასთან“ პაექრობა გველის, ცვენ ზუსტად ვაფაშებთ არსებულ სიტუაციას და გვჯერა, რომ ორივე მატჩის მოგებას შევძლებთ.“

„ეს არ არის სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, ისე როგორც აპრილი და მაისი, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ჩავარდნა არცერთ ეტაპზე არ მოგვიტანს კარგ შედეგებს. ჩვენ ყველა მატჩს ისე უნდა მივუდგეთ, როგორც გადამწყვეტს. სწორედ ეს იქნება წარმატების გასაღები.“

„კაზემირო, კროოსი და მოდრიჩი წლების მანზილზე ქმნიდნენ უძლიერეს ტრიოს. ახლაც ასეა, ისინი უდიდეს გამოცდილებას ფლობენ და ერთმანეთში იდეალურად კომბინირებენ, თუმცა ჩვენ გვყავს ახალგაზრდებიც ვალვერდეს, კამავინგასა და ბლანკოს სახით, ისინი შანსს და შესაძლებლობების გამოვლენას ნამდვილად იმსახურებენ.“

„ფერლან მენდი დაბრუნდა. ჯერ-ჯერობით არ გადამიწყვეტია, ითამაშებს თუ არა ფრანგი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა ის ეტაპობრივად აუცილებლად დაეხმარება გუნდს.“

„აზარს ტრავმა არ აქვს, ის ურალოდ რისკების აცილების მიზნით არ გამოვიძახე. დარწმუნებული ვარ, ბელგიელი „ელ კლასიკოში“ დაგვეხმარება.“

„გუნდისთვის საუკეთესო სისტემა 4-3-3 არის, მაგრამ ჩვენ გარკვეულ ეტაპზე 4-4-2 სისტემის გამოყენებაც გვიწევს. ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა გუნდი იდენტობას არ კარგავს.“

„„ბარსელონაზე“ საერთოდ არ ვფიქრობ, რადგან ახლა სრული კონცენტრაცია „შახტარზე“ მაქვს გაკეთებული. „ელ კლასიკოზე“ მას შემდეგ ვისაურებ, რაც ამის დრო მოვა.“

„ანდრეი ლუნინი შესანიშნავი მეკარეა, მას აქვს პერსპექტივა და ჩემგან პირობაც მიიღო, რომ მოედანზე გასვლას შეძლებს. მისი კონკურენტი ამ ეტაპზე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, თუმცა ანდრეი დროს მიიღებს.“

„„შახტარს“ შესანისნავი დამრიგებელი ჰყავს. ამ მწვრთნელმა ყველგან ეფექტიანად იმუშავა, რაც შედეგებზეც აისახებოდა. მადრიდის „რეალის“ მთელი კოლექტივი აფასებს დონეცკურ გუნდს."

კომენტარები: