იქნება თუ არა მბაპეს და ჰოლანდის ტრანსფერი ერთად - ახალი ცნობები

01 ნოემბერი 2021, ორშაბათი


როგორც მოგეხსენბათ, არაერთი სატრანსფერო ფანჯარაა, რაც მადრიდის "რეალი" არ აქტიურობს.

ამ თემასთან დაკავშირებით, ცნობილი ჟურნალისტი მარიო კორტეხანა ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, "ბლანკოსს" შემდეგ ზაფხულს, როგორც "პსჟ"-ს ფეხბურთელის კილიან მბაპეს, ისე ბორუსიას "დორტმუნდის" ცენტრ-ფორვარდის ერლინგ ჰოლანდის დამატება სურს. აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს ფინანსურად ორივე მათგანის გადმობირება შეუძლია.

მოგახსენებთ, რომ ფრანგ შემტევს პარიზელებთან კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება, ამიტომ შესაძლებელია მისი უფასოდ დამატება, რაც შეეხება ნორვეგიელს მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევროს შეადგენს.


კომენტარები: