შუსტერი ლუკ დე იონგზე: „სევილიაში" ის ძირითადიდანაც არ იწყებდა"

06 ნოემბერი 2021, შაბათი


„ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, ბერნდ შუსტერმა, "Sport Bild-თან" „ბლაუგრანას" მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ლა ლიგის უმაღლეს საფეხურზე საასპარეზოდ ეს შემადგენლობა საკმარისი არაა. ლუკ დე იონგი ამას ამტკიცებს.

„სევილიაში" ის ძირითადიდანაც არ იწყებდა და ახლა 30 გოლი უნდა გაიტანოს იმ კლუბის მაისურით, რომლითაც სუარესს, რონალდოს, ეტო'ოსა და მარადონას
გაუტანიათ?! დაივიწყეთ.

ბოლო 4 წელიწადი, ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ, „ბარსელონა" დაუდევრად მოქმედებს, აღნიშნავს მესისა და სუარესის გოლებს, მაგრამ მომავალზე კი არ ფიქრობს.

ვეტერან ფეხბურთელებს, პიკესა და ბუსკეტს, სჯერათ, რომ მესი კვლავ აქ არის და მუდმივად მისნაირ პარტნიორს ეძებენ, თუმცაღა ისინი მხოლოდ ისეთ ტალანტებს პოულობენ, როგორიცაა, მაგალითად, ანსუმანე ფატი, რომელსაც მარტო სეზონში 50 შეხვედრის მოგებას ვერ მოსთხოვ", – დასძინა გერმანელმა.

ცნობისათვის, შუსტერი „ბარსელონაში" 1980-88 წლებში თამაშობდა.


კომენტარები: