დე იონგი: "არის თუ არა მესი ბარსელონას საერთო ჩატში?"

02 სექტემბერი 2020, ოთხშაბათი'


ბარსელონას“ ნახევარმცველმა, ფრენკი დე იონგმა, ლიონელ მესიზე ისაუბრა.

„დიახ, მესი კვლავაც არის გუნდის საერთო ჩატში. იმედი მაქვს, რომ ის მალე დაგვიბრუნდება, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული.

მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც მესის უნდა ესაუბროს და რაიმეში მისი დარწმუნება სცადოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ უამრავი ადამიანი არსებობს, ვინც მას უკვე ესაუბრა.“ - ციტირებს დე იონგის სიტყვებს Fox Sports.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, ლიონელ მესის „ბარსადან“ შესაძლო წასვლაზე ძალიან ბევრი იწერება. ყველაზე აქტიურად, არგენტინელს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას უკავშირებენ.

თავად მესი ფიქრობს, რომ მას გუნდთან კონტრაქტი აღარ აკავშირებს და არც კოვიდ19-ის ტესტზე არ გამოცხადდა და არც გუნდის პირველ ორ ვარჯიშზე.





კომენტარები: