რა თანხა დაუჯდება "იუვენტუსს" სუარესის შეძენა

29 აგვისტო 2020, შაბათი


"ბარსელონას" ვარსკვლავის, ლუის სუარესის აგენტმა შეთავაზებით იუვენტუსს მიმართა.

როგორც ჩანს, კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთელის, რონალდ კუმანის გეგმებში 33 წლის ურუგვაელი ფორვარდი არ შედის.

უცნობია პირლოს ინტერესიც, რომელიც ასევე გუნდის გადახალისებას ახალგაზრდა ფეხბურთელებით გეგმავს.

მხარეები ერთმანეთს გასულ კვირას შეხვდნენ, იგუაინისა და ექს-ლივერპულელის გაცვლის მოლაპარაკებით, თუმცა ახლა სუარესის ტრანსფერი მეტად რეალურია.

აღსანიშნია ისიც, რომ თავად სუარესის განცხადებით, ბარსელონას ახალ თავკაცს მართლაც აქვს გეგმები, მაგრამ მისთვის არავის უთქვამს, რომ ის მისი ნაწილი გახდებოდა.

ურუგვაელი ფორვარდის სატრანსფერო თანხად 25 მილიონი სახელდება, თუმცა არსებული ვარიანტებით შესაძლოა "ბიანკონერის" რიგებს "ბარსელონას" ფორვარდი თავისუფალი აგენტის სტატუსითაც შეუერთდეს.


კომენტარები: