ცნობილია - ვინ დაიკავა ლეო მესის კარადა "კამპ ნოუს" გასახდელში

17 ოქტომბერი 2021, კვირა


თვე-ნახევრის წინ, როცა "ბარსელონამ" ლიუკ დე იონგი წარადგინა, ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "კამპ ნოუს" გასახდელში ნიდერლანდელი იმ კარადას დაიკავებდა, რომელიც ადრე ლეო მესის საკუთრება იყო.

აღნიშნული ცნობა დღეს შესაბამისი ფოტოთი დადასტურდა.

როგორც ხედავთ, ეს კარადა ადრე ისეთ ლეგენდებს ეკუთვნოდათ, როგორებიც კინი და ხოსე მარი ბაკერო იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" "სევილიადან" ერთწლიანი იჯარით დაიმატეს. მან გუნდის მაისურით 6 მატჩი ჩაატარა და 1 გოლის გატანა მოასწრო.


კომენტარები: