BILD: ერლინგ ჰოლანდი 2022 წლამდე ვერ ითამაშებს

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


ერლინგ ჰოლანდი ფეხბურთს 2022 წლამდე ჩამოშორდა, - იტყობინება BILD.

როგორც ირკვევა, დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელს კვლავ ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული, რის გამოც საკმაო პერიოდს გამოტოვებს.

ჰოლანდის ტრავმა დაადასტურა "ბორუსიას" თავკაცმა მარკ როზემაც, რომელმაც განაცხადა რომ ნორვეგიელი რამდენიმე კვირის მანძილზე იუქმებს.

ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების მიუხედავად, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ 21 წლის ფორვარდი "შავ-ყვითლებს" დააკლდება "კიოლნთან" ბუნდესლიგის მატჩში და "ინგოლშტადტთან" გერმანიის თასზე. გარდა ამისა, შესაძლოა მან ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურიც უქმად გაატაროს და "აიაქსთან" რევანშის აღების შანსი ვერ მიიღოს.

ჰოლანდის ტრავმის პირობებში "ბორუსიას" გოლეადორობა დორიან მალენმა უნდა ითავოს, რომელიც "სიგნალ იდუნა პარკზე" გასულ ზაფხულს, "პსვ-დან" გადმობარგდა და ამ სეზონში სულ 2 გოლის გატანა მოასწრო.

რაც შეეხება ერლინგს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში ნორვეგიელმა თავი 13 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა.

კომენტარები: