ვინ არის "იუვენტუსის" ამჟამინდელი ლიდერი?! - დელ პიეროს საინტერესო პასუხი

05 ნოემბერი 2021, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "იუვენტუსმა" "ზენიტი" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფლეიოპის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში დუბლი შეასრულა, არგენტინელმა, პაულო დიბალამ.

"ბებერი ქალბატონის" ლეგენდამ, დელ პიერომ, sky sports-თან ინტერვიუში ამ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"გუშინ ჩვენ კარგი იუვე ვიხილეთ, აგრესიული და ძლიერი. ისინი არიან ჯერ კიდევ ძლიერები და იციან როგორ მოიგონ თამაში. კარგი გოლებიც ვნახეთ და დიბალა... ის ლიდერია, ასეთი მოთამაშეები მაგალითები არიან სხვებისთვის," - ამბობს ლეგენდარული იტალიელი.

კომენტარები: