მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

15 აგვისტო 2020, შაბათი


მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონა" 8-2 გაანადგურა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვებით გერმანული კლუბი ტურინირის ისტორიაში შევიდა - "ბაიერნი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლე-ოფის ერთ მატჩში 8 გოლი გაიტანა.

შეხვედრაში ანტირეკორდი დაამყარა "ბარსელონამ" - კატალონიურმა კლუბმა არსებობის ისტორიის მანძილზე ევროტურნირებზე ერთ მატჩში 8 გოლი პირველად გაუშვა.


კომენტარები: