უხვგოლიანი მატჩი და გზა პლეი-ოფში - იუვენტუსმა ზენიტი 4:2 დაამარცხა

03 ნოემბერი 2021, ოთხშაბათი'


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსმა" საკუთარ კედლებში მიიღო სანქტ-პეტერბურგის "ზენიტი", რომელიც 4:2 დაამარცხა.

"ბებერი ქალბატონის" მხრიდან გოლები გაიტანეს პაულო დიბალამ (დუბლი), ფედერიკო კიეზამ და ალვარო მორატამ. ამ გამარჯვების შემდეგ, "ბიანკონერიმ" პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.


კომენტარები: