ვინისიუსის პირველი კომენტარი დუბლის შემდეგ

30 ოქტომბერი 2021, შაბათი


როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" გასვლაზე "ელჩეს" ესტუმრა და ანგარიშით 1-2 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ "ბლანკოსის" გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა მედიასთან ისაუბრა.

"მოხარული ვარ, რომ გუნდს გამარჯვების მოპოვებაში ვეხმარები, აქ მოგება მნიშვნელოვანია, ვინაიდან მასპინძლები მიმდინარე სეზონში  ამ დრომდე სახლში დაუმარცხებლები იყვნენ. ანჩელოტი გამხნევებით მოტივაციას გვაძლევს, მოდრიჩი სულ მეუბნება, რომ სახიფათო გადაცემებზე შევირბინო ხოლმე. ეს არის გუნდური მუშაობა", - განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დაპირისპირებაში ვინიმ დუბლი შეასრულა და ამ სეზონში "რეალის" მაისურით მეცხრე გოლი გაიტანა.


კომენტარები: