ჩილუელი: "ტუხელი ამ კომპონენტში დამეხმარა"

02 ნოემბერი 2021, სამშაბათი


"ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა, ბენ ჩილუელმა, თომას ტუხელის შესახებ ძალიან საინტერესოდ ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ მცველი ვარ, გოლების გატანა შემიძლია. როდესაც ვიტან შესანიშნავი გრძნობაა, განსაკუთრებული კი წინა თვე იყო, როდესაც ჩემს გუნდს გოლებში დავეხმარე.

ასევე პირველი ბურთის  გატანა შევძელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში, რაც, რა თქმა უნდა, დიდებული შეგრძნებაა.

ჩემი აზრით, თომას ტუხელი სწორედ ამის გაუმჯობესებაში დამეხმარა - გამოვიყენო ჩემი შანსები", - ამბობს ინლისელი.

კომენტარები: