"როცა მეკარე ხარ, ფიქრობ: "ღმერთო, არ დაარტყმევინო", - მანჩესტერის ექს-კიპერმა სალაჰი რონალდუს გაუტოლა

20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა, ამჟამად კი "უოტფორდის" გოლკიპერმა, ბენ ფოსტერმა "ლივერპულის" თავდამსხმელ მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა.

38 წლის მეკარემ, რომელსაც ინგლისის ეროვნულ ნაკრებშიც იძახებდნენ და რამდენიმე მატჩია მის ანგარიშზე, თქვა, რომ ეგვიპტელს "ეშმაკუნების" ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუსთან საერთო თვისება აქვს.

"როგორც მეკარე, ფიქრობ: "ღმერთო, არ დაარტყმევინო". რონალდუსაც, მაგალითად, როცა დასარტყმელ დისტანციაზეა, ბურთის გადაგზავნა ზევით და ქვევით, მარცხენა და მარჯვენა კუთხეებში შეუძლია".

"როცა ამას ახლო მანძილზე პირადად ხედავ, შეუძლებელია კლოპს არ დაეთანხმო, რომ სალაჰი ამ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - ციტირებს ვეტერანი მეკარის სიტყვებს Daily Mail.

შეგახსენებთ, ფოსტერი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2005 წლიდან 2010 წლამდე ირიცხებოდა და კრიშტიანუს თანაგუნდელი იყო, სანამ ეს უკანასკნელი მადრიდის "რეალში" არ გადავიდა (2009 წლის ზაფხული).


კომენტარები: