"სამაგალითოები არიან", - ტუხელმა პრემიერ ლიგის ორი კონკურენტი შეაქო

18 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, ინგლისის პრემიერ ლიგის მეტოქეებზე ისაუბრა.

„ლივერპულმა“ და „მანჩსტერ სიტიმ“ ბოლო წლებში დაამტკიცეს, რომ სტაბილურობისა და ხარისხის თვალსაზრისით, ეტალონები არიან.

ამ კლუბებმა ყველას დაუმტკიცეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდე. პრემიერ ლიგაში ორი გუნდის რბოლა იყო.

ისინი ლიგის სხვა კლუბებისთვის მისაბაძ მაგალითი არიან. ჩვენ ყველა სათამაშო ასპექტი უნდა გავაუმჯობესოთ, მათ შორის დაცვა და თავდასხმა, იმიტომ რომ ინგლისში კონკურენცია ურთულესია. ჩვენ არ მოვეშვებით მცდელობას, რომ მეტოქეებზე უფრო და უფრო უკეთესი გავხდეთ.“ - ციტირებს ტუხელის სიტყვებს Liverpool Echo.

პრემიერ ლიგის 8 ტურში „ჩელსიმ“ 19 ქულა დააგროვა და ცხრილში 1 ადგილს იკავებს. სამეულში არიან ასევე „ლივერპული“ (18) და „მან სიტი“ (17).

კომენტარები: